Vitamin Power – Amino Max Energy არის ქართული წარმოების პრემიუმ კლასის ამინომჟავებისა და ენერგიის კომპლექსი, რომელიც სპეციალურად შეიქმნა იმისთვის, რომ მაქსიმალურად გააუმჯობესოს თქვენი ფიზიკური შესრულება და დააჩქაროს აღდგენის პროცესები.
-
Vitamin Power – Amino Max Energy აერთიანებს ისეთ ძლიერ და სინერგიულად მოქმედ კომპონენტებს, როგორიცაა აუცილებელი ამინომჟავები (EAA), გლუტამინი, ბეტა-ალანინი, ტაურინი, ციტრულინი და AAKG. მათი ერთობლივი მოქმედება გეხმარებათ ვარჯიშის წინ სავარჯიშო განწყობის, ენერგიისა და კონცენტრაციის მობილიზებაში, რათა სრულად გამოიყენოთ თქვენი ორგანიზმის ფიზიკური რესურსები.
-
EAA (აუცილებელი ამინომჟავები) და გლუტამინი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს კუნთოვანი მასის ზრდას, იცავს კუნთებს მძიმე დატვირთვის დროს დაშლისგან და უზრუნველყოფს მათ სწრაფ აღდგენას.
-
Beta Alanine და ტაურინი ზრდის ძალას, გამძლეობას და ვარჯიშის ეფექტურობას. ბეტა-ალანინი ამცირებს კუნთებში დაღლილობის შეგრძნებას და მძიმე ვარჯიშის პირობებში იცავს უჯრედებს.
-
Citrulline და AAKG ზრდის აზოტის ოქსიდის გამომუშავებას, რაც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და კუნთში მეტი ჟანგბადისა თუ საკვები ნივთიერებების შეტანას უზრუნველყოფს.
ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
-
უზრუნველყოფს მაქსიმალურ ფიზიკურ წარმადობას და ენერგიას
-
ზრდის კუნთების გამძლეობას და ძალას
-
აჩქარებს ვარჯიშის შემდგომი აღდგენის პროცესებს
-
ხელს უწყობს მშრალი კუნთოვანი მასის შენარჩუნებასა და ზრდას
-
აუმჯობესებს სავარჯიშო პროცესში კონცენტრაციასა და ტონუსს
მიღების წესი და დოზირება: მიიღეთ 1 პორცია (13 გრ) ვარჯიშამდე ან ვარჯიშის დროს. გახსენით საკმარისი რაოდენობის წყალში. (შეფუთვა შეიცავს 35 პორციას).
რეკომენდაცია: იმისათვის, რომ მიიღოთ მაქსიმალური შედეგი, მკაცრად დაიცავით რეკომენდებული დოზირება და პროდუქტი გამოიყენეთ მხოლოდ მითითებული წესის შესაბამისად.
გაფრთხილება: არ გამოიყენოთ, თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან მეძუძური. არ გამოიყენოთ პროდუქტი, თუ გაქვთ ალერგია მის რომელიმე შემადგენელ ინგრედიენტზე. რაიმე დაავადების არსებობის ან მედიკამენტების მიღების შემთხვევაში, გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან. შეინახეთ გრილ, მშრალ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.



მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.