Vitamin Power – Flex (Complete Joint Support Pack) არის ქართული წარმოების პრემიუმ კლასის სახსრებისა და ხრტილოვანი ქსოვილის მხარდამჭერი კომპლექსი, რომელიც სპეციალურად შეიქმნა იმისთვის, რომ უზრუნველყოს სახსრების შეზეთვა, დაცვა და ხრტილების სრული რეაბილიტაცია ინტენსიური დატვირთვების დროს.
-
Vitamin Power – Flex აერთიანებს ოთხ უნიკალურ კომპლექსს და ისეთ ძლიერ, სინერგიულად მოქმედ კომპონენტებს, როგორიცაა გლუკოზამინი, მეთილსულფონილმეთანი (MSM), ქონდროიტინის სულფატები და ჰიალურონის მჟავა. მათი ერთობლივი მოქმედება უზრუნველყოფს ხრტილოვანი ქსოვილის აღდგენას, სახსრების მობილურობასა და ტკივილის პრევენციას.
-
Joint Construction Complex (გლუკოზამინი, MSM, ქონდროიტინი A და C) წარმოადგენს სახსრების ძირითად საშენ მასალას, რომელიც აუცილებელია ხრტილის სტრუქტურის შესანარჩუნებლად და მისი ელასტიურობის გასაუმჯობესებლად.
-
Flexaseed Oil, ცეტილ მირისტოეატი და ჰიალურონის მჟავა უზრუნველყოფს სახსრების ეფექტურ შეზეთვას (Joint Lubrication), ამცირებს ხახუნს მოძრაობისას და იცავს სახსრებს ნაადრევი ცვეთისგან.
-
ბუნებრივი ექსტრაქტები (ჯანჯაფილის ფესვი, კურკუმას ფესვი, ბოსველიას ექსტრაქტი და კვერცეტინი) ახასიათებს ძლიერი ანთევის საწინააღმდეგო მოქმედება, რაც ეხმარება ორგანიზმს სავარჯიშო სტრესისა და სახსრებში დისკომფორტის მოხსნაში.
-
ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი (ვიტამინები C, E, თუთია, სელენი და მანგანუმი) აძლიერებს იმუნურ სისტემას, უზრუნველყოფს უჯრედების დაცვას ოქსიდაციური სტრესისგან და ხელს უწყობს შემაერთებელი ქსოვილის ნორმალურ ფორმირებას.
ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
-
უზრუნველყოფს სახსრების სრულყოფილ დაცვას და მხარდაჭერას
-
აუმჯობესებს სახსრების შეზეთვას და მობილურობას (Joint Lubrication)
-
ხელს უწყობს ჯანსაღი ხრტილოვანი ქსოვილის შენარჩუნებასა და აღდგენას
-
უზრუნველყოფს უმაღლესი დონის ათვისებას ორგანიზმის მიერ (Superior Absorption)
-
ამცირებს მძიმე ფიზიკური დატვირთვის შედეგად გამოწვეულ დისკომფორტს სახსრებში
მიღების წესი და დოზირება: მიიღეთ 1 პაკეტი დღეში კვებასთან ერთად, საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად. (შეფუთვა შეიცავს 20 პაკეტს).
რეკომენდაცია: იმისათვის, რომ მიიღოთ მაქსიმალური შედეგი, მკაცრად დაიცავით რეკომენდებული დოზირება და პროდუქტი გამოიყენეთ მხოლოდ მითითებული წესის შესაბამისად.
გაფრთხილება: არ გამოიყენოთ, თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან მეძუძური. არ გამოიყენოთ პროდუქტი, თუ გაქვთ ალერგია მის რომელიმე შემადგენელ ინგრედიენტზე. რაიმე დაავადების არსებობის ან მედიკამენტების მიღების შემთხვევაში, გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან. შეინახეთ გრილ, მშრალ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.



მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.